საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში

(ძველი ვერსია)
eng
facebook
youtube
twitter icon
linkedin icon

სტუდენტური სამეცნიერო კონფერენცია: ივანე ჯავახიშვილი - 150

ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტი 2026 წლის 30 აპრილს გამართავს ივანე ჯავახიშვილის დაბადებიდან 150-ე წლისთავისადმი მიძღვნილ სტუდენტთა სამეცნიერო კონფერენციას: ივანე ჯავახიშვილი  – 150.

 

იმუშავებს შემდეგი სექციები:


·  ისტორია
·  ენათმეცნიერება
·  ლიტერატურათმცოდნეობა
·  კავკასიოლოგია
·  ფილოსოფია
·  ეთნოლოგია
·  არქეოლოგია
·  კულტურის კვლევები
·  ხელოვნებათმცოდნეობა

 

კონფერენციაში მონაწილეობის ფორმატი: მოხსენება.


კონფერენციის რეგლამენტი:


მოხსენება – 15 წუთი.
მსჯელობა – 5 წუთი.
 
საკონტაქტო ელ. ფოსტა:  javakhishvili_students@tsu.ge


საკონტაქტო პირი: ფილოლოგიის დოქტორი ნინო პოპიაშვილი


თეზისების გადმოგზავნის ბოლო ვადაა 2026 წლის 5 აპრილი

 

 

სავალდებულოა პროფესორის, სტუდენტის ხელმძღვანელის წერილობითი დასკვნა, რომ თეზისები აკმაყოფილებს კონფერენციის სამეცნიერო და ტექნიკურ მოთხოვნებს და შესაძლებელია წარმოდგენილი იყოს თსუ ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის მიერ ორგანიზებულ სტუდენტთა კონფერენციაში „ივანე ჯავახიშვილი - 150“.

 

თეზისების გაფორმების წესი:


ფონტი: Sylfaen
ზომა: 12
ინტერვალი: 1,5
მოცულობა: მაქსიმუმ 1 გვერდი (250 სიტყვა)

თარიღი: 18/02/2026